პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი? - არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ერგნეთი მთლიანად აღდგენილია „უცხოური აგენტების“ ფულით

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „უცხოურ აგენტებს“ იმისათვის, რომ ერგნეთის აღდგენა, მათი დაფინანსებით მოხდა.

„ეს არის მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება შეიძლება. როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასდროს შევეგუებით. არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, არა ძალით და ომით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების, უფრო სწორედ მოსახლეობის გაერთიანება, იწყება აქ, ამ სოფლის (ერგნეთი) გაძლიერებით. იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ.

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა (თეა წულუკიანი) იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისათვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი. სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი.

არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხოური აგენტების ფულით, მადლობა მათ “, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის