ლევან ანთაძე - პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს - ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავა და ნამდვილად შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის განცხადებით, 2008 წლის ომში დაღუპულმა გმირებმა თავი შესწირეს სამშობლოს და მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება.

„დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ ომში, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება და ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდება და წინ წავა და ნამდვილად შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან და ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს