კირილ ბუდანოვი - რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს

რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, კრემლი ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება”.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთში დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო, მანამდე კი, მისი თქმით, მსგავსი პრობლემები არ არსებობდა.

მან გაიხსენა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში მოსკოვმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მოგვიანებით, კრემლმა დიდი თანხების შეთავაზება დაიწყო მათთვის, ვინც კონტრაქტს გააფორმებდა რუსეთის არმიასთან, მაგრამ მოსკოვმა საკმარისი რაოდენობის ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა. დანარჩენები ომში გაუშვეს ციხეებიდან ან სამხედრო გაწვევის სამსახურიდან, რომლებიც შემდეგ დაუყოვნებლივ საკონტრაქტოზე გადაიყვანეს.

“რეგიონების მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა. პასუხი თვალნათელია - მოხალისე მებრძოლების ნაკადი კატასტროფულად მცირდება. ბოლო თვეებში, რუსეთის არმია პირველად დადგა პერსონალის ნაკლებობის წინაშე. რუსეთს მობილიზაციის გეგმა აქვს, და თითქმის 10%-იანი ნაკლებობა დაფიქსირდა”, - განაცხადა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს