ვენაში, ტერაქტის საფრთხის გამო, ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა

ვენაში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოუს ორგანიზატორმა, Barracuda Music-მა განაცხადა.

„ერნსტ ჰაპელის სტადიონზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლების მხრიდან დადასტურების გამო, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ სამი დაგეგმილი კონცერტი ყველას უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია ორგანიზატორის განცხადებაში.

ამასთან, ავსტრიის პოლიციამ განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები ვენასა და მის შემოგარენში საჯარო ღონისძიებებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მიზნით. ერთ-ერთ დაკავებულს, ავსტრიის 19 წლის მოქალაქეს, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის მიმართ ერთგულების ფიცი აქვს დადებული. მეორე დაკავებულის შესახებ პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პოლიციის ინფორმაციით, კიდევ სამ ეჭვმიტანილს ეძებენ.

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ უცხოურ სამსახურებთან პოლიციის ინტენსიური თანამშრომლობის წყალობით, შესაძლებელი გახდა საფრთხის ოპერატიულად ამოცნობა, ზომების მიღება და ტრაგედიის აღკვეთა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ძალადობრივი საშუალებები გამოიყენება ჩვენს დასავლურ ცხოვრების წესზე თავდასხმისთვის. ტერორიზმი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიფხიზლე, ერთმანეთის მხარდაჭერა და გადამწყვეტი ბრძოლა ისლამიზმთან“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა