ალან გაგლოევი - 2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის

ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსულ ჯარს ცხინვალში. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ხალხმა, დაინახა რა ტანკები რუსეთის დროშებით, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა განაცხადა.

მისი თქმით, "დღეს ოსი ჯარისკაცები, იარაღით, ძმებთან ერთად მხარდამხარ, რუსეთისთვის ბრძოლაში მიდიან".

„2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისა და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს და მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“ - აღნიშნა გაგლოევმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება