მედია - ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ „ჰეზბოლა“ არაპროპორციულად მაღალ ფასს გადაიხდის, თუ მშვიდობიან მოსახლეობას დაესხმება თავს

ისრაელმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ „ჰეზბოლა“, მისი სამხედრო მეთაურის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით ზიანს მიაყენებს ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს, ისრაელის თავდაცვის ძალების პასუხი არაპროპორციული იქნება, - ინფორმაციას Axios-ი ორ ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ისრაელმა, რამდენიმე სამხედრო არხის საშუალებით, შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ „ჰეზბოლა“, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრებზე დაარტყას, თუ ის შეეცდება, ცენტრალურ ისრაელში სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელოს.

„შეერთებულ შტატებთან შიდა დისკუსიების დროს, ისრაელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა“ გადაიხდის არაპროპორციულად მაღალ ფასს, თუ ის ზიანს მიაყენებს მშვიდობიან მოსახლეობას შურისძიების ფარგლებში“, - ციტირებს პორტალი ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებას.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს