პრემიერი - ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე, ადასტურებენ უცხოელი პარტნიორებიც.

„რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე, ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსები. ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა. ყოველ ჯერზე, მორიგი დასტური ქვეყნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება