ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა ომისთვის -  დღესაც რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული

ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი - ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს პრაქტიკულად უკვე ნათელია,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას, რის გამოძიებას აპირებს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ხელისუფლებაში რომ იყოს, საქართველო კვლავ ომის ცეცხლში იქნებოდა გახვეული.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი - ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ომი ათწლეულების წინ დაიწყო.

„ომი დაიწყო ათწლეულების წინ. დღეს, რეალურად, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, რომელთანაც ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი და საგანია როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისთვის.“- განაცხადა ჩიქოვანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო