ბექა ლილუაშვილი - 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები ერთი რამისკენაა მიმართული - სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული - სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი არის ოკუპანტი. ლილუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

„მაშინ როცა საქართველო უამრავი ადამიანის ხსოვნას მიაგებს პატივს და საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, საუბარი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზებზე უნდა მიმდინარეობდეს.

ეს არის დღეები, როცა საომარი მოქმედებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ - რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. მან დაიკავა საქართველოს ტერიტორიები და მას შემდეგ აღრმავებს მცოცავ ოკუპაციას. მშვიდობიანობის ჟამსაც კი, რუსულ ოკუპაციას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება.

ოკუპაციის ტვირთისგან აუცილებლად მშვიდობიანად უნდა გავთავისუფლდეთ - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად მშვიდობიან უნდა აღვადგინოთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს