ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ქალაქ ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ხობელი ბიჭები გოგა ბერაია, მიხეილ იოსავა, ლევან ჭოჭუა, დათა ხურცილავა, გოგა ჭითანავა, ზვიად დათუაშვილი, ლევან ტურავა, გოგიტა ქარჩავა და რამაზ კიტია.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა“, - ნათქვამია ხობის მერიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს