GCCA-მ გაეროს და შვედეთის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, მან ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია დაინტერესებული მხარეთათვის ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება და სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით (SDG) გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მიზნით, მხარეები ერთობლივ ფორმატში იმსჯელებენ: ელექტრონული ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი აღსრულების მექანიზმების დახვეწასა და ციფრული ვაჭრობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2022 წლიდან „მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს, ხოლო 2024 წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს აღასრულებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-იდან 85%-ამდე გაიზარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა