თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უარყოფს, პუტინის რუსეთია.

„მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფაქტს უარყოფს, არის პუტინის რუსეთი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ ცვლილებებს და ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის ამ მავნებლურ გზავნილებს. პირადად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებ, 26 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კრემლის გზავნილებს კი არ გაიმეორებს, არამედ აღადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე ვიღებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს