სანდრო რაქვიაშვილი - პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ - ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია!

პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ - ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არაფერი უშლიდა ხელს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რაიმე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებინა.

რაქვიაშვილის შეფასებით, ადგილი აქვს აზრს მოკლებულ და არგუმენტებისაგან დაცლილ წინასაარჩევნო სპეკულაციას.

„პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს სათქმელი და 16 წლის წინანდელ ისტორიებს თუ 9-წლიან მმართველობას უბრუნდება. ის არჩევნებზე გასვლას ისევ „ნაცებზე" ლაპარაკით აპირებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

„ქართულ ოცნებას" არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს ან ადრე გამოეძიებინა - მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი.

სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს.

ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია