გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს წევრებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2008 წელს, მებრძოლებმა ქვეყნის თავისუფლებას თავი გმირულად შესწირეს.

„დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით 16 წლის წინ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელი ხსოვნის წინაშე. აგვისტოს ტრაგიკული დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს ომის დამანგრეველ შედეგებს და იმ ფაქტს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი გმირების თავგანწირვა სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და გვმატებს რწმენას, რომ ქართველი ხალხი არასდროს დათმობს ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება