გიორგი ვაშაძე - ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან - ყველა ხვდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებია, როცა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ

ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. დღეს ახალციხეში, ვალეში ვიმყოფებით - ყველა კარგად ხვდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებია, როცა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.

„ეს არის არჩევნები საქართველო ევროკავშირში, ქართველი ხალხი ძლიერი, შემოსავლიანი, დასაქმებული, თუ ის რაღაცა ელიტა მდიდარი, ხალხი ღარიბი, რომელიც დღეს, ახლა არის ქვეყანაში.

ვეიმედებით ხალხს იმიტომ, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ გავაკეთებთ, იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება. გზა გამარჯვებისკენ არის ერთიანობაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს