თორნიკე რიჟვაძე - უნდა შეფასდეს აგვისტოს მოვლენები, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა - მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს თარიღი უკავშირდება წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ ქმედებას და დიდ უპასუხისმგებლობას.

„ეს დღე უკავშირდება წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუთვლელობას, რომ ქვეყანას თავიდან ასეთი უთანასწორო ბრძოლა აერიდებინა. ჩვენ, პოლიტსაბჭომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები შეფასდეს. ქვეყანამ დაიცვა თავისი სიამაყე, ქართული ჯარის ავტორიტეტი ყველა საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგში. თუმცა, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუთვლელობა, უპასუხისმგებლობა, მოღალატეობრივი ქმედება უნდა შეფასდეს და ეს მოღალატე რეჟიმი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო, უნდა გასამართლდეს ამ უპასუხისმგებლობისთვის, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიებისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევის წინაშე მოქმედი მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობიანი გზებით, ეს გამოწვევა დაძლეული იქნას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება