ბენიამინ ნეთანიაჰუ - ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა - თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ მოუხადა ბოდიში ისრაელის მოსახლეობას, ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ახლა, ომის დროს ამის გაკეთება არ შეუძლია და ომის დასრულების შემდეგ ყველაფერს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს.

„ბოდიშის მოხდა? რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ მოხდა. ყოველთვის უკან იხედები და ამბობ: შეგვეძლო გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა?“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ურჩევნია ცუდი პრესა ჰქონდეს, ვიდრე კარგი ნეკროლოგი.

„თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს