დიმიტრი ხუნდაძე - ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობა" საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა - ჩვენ კი, როცა საჭირო გახდა დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან

იმისთვის, რომ არ დაგვეშვა მსხვერპლი, როცა საჭირო გახდა, ჩვენ დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან , - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

„დღევანდელი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მშვიდობა უმთავრესი საზრუნავია.

ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს. საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა, შემდეგ გაიპარა და უფრო მეტიც, ბოლოს ჯარს ომის დაწყება დააბრალა. დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მშვიდობის მიმართ კი აშკარად გამორჩეულია. იმისთვის, რომ არ დაგვეშვა მსხვერპლი, როცა საჭირო გახდა, ჩვენ დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის განცხადებასაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს