ირანის საგარეო უწყება - სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყონ - თეირანში ჩადენილი ქმედება სტრატეგიული შეცდომა იყო, ძვირად დაუჯდებათ

სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერმა განაცხადა.

„სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ. მათ ამისთვის არც შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა“, - განაცხადა ალი ბაგერმა.

მისივე თქმით, ისრაელს დაძაბულობის, ომისა და კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გაფართოება სურს.

„სიონისტების მიერ თეირანში ჩადენილი ქმედება სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან მათ ეს ძვირად დაუჯდებათ“, - აღნიშნა ბაგერმა.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს