ბორჯომის მერმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბას ხშირად სტუმრობდა. მათი სულების უკვდავსაყოფად ახალდაბაში მემორიალი აღიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველწლიურად სტუმრობენ.

ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული ბორჯომელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება