UNDP-ის, გერმანიის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანია „ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა“ მიმდინარეობდა

UNDP-ის, გერმანიის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანია „ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

მათი ცნობით, სუფთა და ჯანსაღი გარემოს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.

ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გერმანიის მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO – Georgia’s Environmental Outlook-თან თანამშრომლობით, წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შესახებ.

„კამპანიამ, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ივლისამდე მიმდინარეობდა, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტი მოიცვა. ღონისძიებებსა და აქტივობებში სხვადასხვა სქესის, ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის 300-მდე ადამიანი ჩაერთო, ხოლო ონლაინ დაფარვამ 300,000-ს გადააჭარბა.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო სემინარები ახალგაზრდებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. შედგა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაიმართა დისკუსიები გარემოსდაცვითი სამართლის ექსპერტებისა და იურისტების მონაწილეობით. გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ განმარტებითი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, შეიქმნა სტატიები, ინფოგრაფიკა და ვიდეოები, რომლებიც საქართველოს მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

კამპანიის საკვანძო ღონისძიება - გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ფორუმი ივლისში, თბილისში გაიმართა. ფორუმის მსვლელობისას, შედგა სიღრმისეული მსჯელობა სუფთა და ჯანსაღ გარემოზე უფლების დაცვისა და ამ მხრივ, საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ. დისკუსიაში ჩაერთნენ სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გარემოს დაცვის ექსპერტები, იურისტები, ეკო-აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება