„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ, ხოლო შიმშილობის დაწყების თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

მათივე თქმით, გაფიცულები შიმშილობას შეწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოთქვამს მზაობას, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც გაფიცულებს აწუხებს და, ამასთან, დაიწყებს მოლაპარაკებებს.

“ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმატი გამოიყენოს დასაქმებულების დასაპირისპირებლად. სწორედ, ამიტომ ვცვლით ფორმატს და გადავდივართ შიმშილობაზე”, - აცხადებენ გაფიცულები.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ პროცესებში და არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა.

“სოლიდარობის ჯაჭვის პროცესი დროებით ჩერდება. დამსაქმებელმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გამოიყენა და პროვოცირებს იმით, რომ კომპანია ქვეყნიდან გავა. დამსაქმებელმა ეს ტყული ერთი დღეც ვერ შეინარჩუნა. ამბობდა, გავედიო და დარჩა, თურმე მაგიდებს ამატებს და მშვენივრად მუშაობს. ჩვენ დროებით ვწყვეტთ სოლიდარობის ჯაჭვს და ვიწყებთ შიმშილობას”,- აცხადებენ გაფიცულები.

შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.

„ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადებით, თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა