ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე დასასწრებად დელეგაციას გაგზავნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ქვეყნის დელეგაცია ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„შეერთებული შტატებისა და შუამავლების წინადადებით, ისრაელი 15 აგვისტოს გაგზავნის ჯგუფს მოლაპარაკებებზე, რომლის ადგილმდებარეობა მოგვიანებით დადგინდება, რათა ჩარჩო შეთანხმების შესრულების დეტალებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სწრაფად მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.

„დროა, სასწრაფოდ მოვუტანოთ შვება როგორც ღაზას ტანჯულ ხალხს, ასევე ტანჯულ მძევლებსა და მათ ოჯახებს. ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებისა და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადების დრო დადგა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ და კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს