ლიპეცკში, დრონებით თავდასხმის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და ამჟამად, ოლქის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს.

მანამდე, ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ლიპეცკზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა, რის შედეგაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგებაში შეფერხება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს