შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობითვე, უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები წელს 500-ამდე კურსდამთავრებულმა დაასრულა.

დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ კურსდამთავრებულებს მათთვის მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იამაყებს თავისი კურსდამთავრებულებით და მათაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების იმედი.

კახა შენგელიამ გასული სასწავლო წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მოქმედ 4 სკოლას წელს შეემატა მეხუთე-მედიცინის სკოლა; აკრედიტაცია გაიარა დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელიც სექტემბერში უკვე მიიღებს სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე დღის წინ აკრედიტაცია გაიარა და სექტემბერში უკვე მიიღებს სტუდენტებს ფსიქოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები. აკრედიტაციის მოლოდინშია არქიტექტურის ქართულენოვანი, გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები.

„ჩვენ დაუღალავად ვზრუნავთ, რომ სტუდენტებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზნით, არქიტექტურისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტებისთვის წელს გაიხსნა უახლესი კომპიუტერებითა და შესაბამისი პროგრამებით აღჭურვილი ინოვაციური ლაბორატორიები, იგეგმება ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა და უნივერსიტეტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საინტერესო პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა შენგელიამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს გაიხსნა. 2023 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტმა მფლობელები შეიცვალა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება