ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია - ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ყველას კარგად ახსოვს, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორს ავრცელებდა“.

„ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, კოვიდის პანდემიის დროს ამ დაწესებულებამ, რა როლი შეასრულა ჯანდაცვის მიმართულებით. ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაფინანსებას წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინ იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორებს ავრცელებდა ლუგართან დაკავშირებით. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს ინსტიტუტი მიტოვებულია, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი შეიცვლება და საქართველო თავის განვითარების გზას დაუბრუნდება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს