Forbes – კურსკში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა შეუერთდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

„ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“, - წერს Forbes-ი.

გამოცემა განმარტავს, რომ ყოფილი საბჭოთა და ყოფილი ამერიკული მანქანების ასეთი კომბინაცია მხოლოდ 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადაშია შესაძლებელი და კურსკის ბრძოლებში ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული ბრიგადის მონაწილეობა ხაზს უსვამს უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს.

Forbes-ი ხაზს უსვამს, უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება. მასში ჩართულია მინიმუმ სამი ბრიგადა, თითოეულში 2000-მდე ჯარისკაცით: 22-ე და 88-ე მექანიზებული ბრიგადები და 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა.

”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა”, - ნათქვამია სტატიაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს