ლევან ბეჟაშვილი - სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი - ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ იყოს ცვლილებების წელი

ისევე როგორც მთელ საქართველოში, იორმუღანლოშიც ძალიან მძიმე ვითარებაა. ინფლაციის გამო ფულს ფასი არ აქვს, ხალხს უჭირს პროდუქციის რეალიზება და გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი, რაც ხალხის ნებას და სურვილს განაპირობებს, რომ ქვეყანაში ცვლილებები იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რაც მოსახლეობას აწუხებს.

„დღეს ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში, სადაც ხალხი ვაჭრობს და თავის სასურველ სამეურნეო პროდუქციას ყიდიან. ბაზარშიც ჩანს თუ რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ინფლაციაა, ფულს ფასი არ აქვს, ადამიანებს არ შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზება და ყიდვა. სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ხალხს აწუხებს, ამიტომ ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ ეს წელი იყოს ცვლილებების წელი, ეს მთავრობა შეიცვალოს და ხალხს მიეცეს საშუალება უკეთ იცხოვროს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს