„აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“- ჟურნალი Belle About Town ქართული გასტრონომიის შესახებ წერს

ბრიტანული სამოგზაურო, კულტურისა და კულინარიის ჟურნალი Belle About Town საქართველოს კულინარიული პოტენციალის შესახებ წერს.

გამოცემის მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი ლონდონში National Geographic Traveller Food Festiva-ზე საქართველოს კუთხეს ესტუმრა და მკითხველს ქართული კერძები და ღვინო გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller-ის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, სადაც ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა.

„Geographic Traveller Food Festiva-ს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წამყვანი ქართველი შეფები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ფესტივალზე შეუერთდნენ, რომ კულინარიულ და ღვინის მასტერკლასებში მონაწილეობა მიეღოთ. მოეწყო დეგუსტაცია და დისკუსია ქართული კერძების შესახებ. სტუმრებმა ქართული მევენახეობის 8 ათასწლოვანი ისტორია აღმოაჩინეს. სომელიე ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დაყენებული ღვინო გააცნო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის