აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ზუგდიდში შემოქმედებით საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდის მერიის, მწერალთა კავშირის, საგანმანათლებლო ცენტრის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ მხარდაჭერით და მხატვრების, პოეტების მონაწილეობით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, პოეტთა კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საღამოზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ხელოვანებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

„ვეცადეთ ხელოვნების, კულტურის სახით გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული ქართულ-აფხაზური ერთობის მიმართ.

შთამბეჭდავი იყო პოეტების მიერ აფხაზეთზე წაკითხული ლექსები, მხატვართა გამოფენა და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ლამაზი, ისტორიული მომენტი, სადაც კიდევ ერთი ძაფი გაიბა ჩვენს ენგურს იქით და აქეთ საქართველოში.

დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით ლაშა გვასალიას, ჩვენს პოეტებს, მხატვრებს აფხაზეთის სიყვარულისთვის. მჯერა, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჩართულობის მსგავსი მაგალითებით ვაგრძნობინებთ აფხაზებს ჩვენი ისტორიული ერთიანობის და საერთო კეთილდღეობის გარდაუვალობას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს