GCCA-მ კვებითი მომსახურების სექტორში ხუთ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ხუთ მოვაჭრესთან - შპს „ვარაზის ხევი 95", შპს „მარსიანელი", შპს „ლიმონი 2009", შპს „ბბმ 18" და ი/მ დავით რომანაძესთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, შესაბამისად, მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანონ და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ მიაწოდონ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GCCA-ის მიერ, 2024 წელს, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დადგინდა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი. მათ შორის, მომსახურების საფასური.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 22 312 ლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს