იაგო ხვიჩია - როცა "ნაცების" დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ "ნაცების" დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს - "ქართული ოცნება" გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია

­

­

როცა "ნაცების" დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ "ნაცების" დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს - "ქართული ოცნება" გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია! - ასე აფასებს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების შესახებ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ყველა არჩევნების წინ "ნაცების" ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ამ ლაიტმოტივით გარეჯს იბრუნებდა და ამბობდა, რომ "გარეჯი საქართველოა".

ხვიჩიას თქმით, ეს ადასტურებს უეჭველ კრიზისს "ქართულ ოცნებაში".

"ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. "ქართული ოცნება" როგორც აქამდე ახერხებდა "ნაცებთან" ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა", - აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემაზე დასმული კითხვის პასუხად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება