გიორგი ვაშაძე - აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„კოვიდ ვირუსის პირველი ტესტები, ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაში შემოვიდა. ეს არის ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს, როცა მას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ეს დანაშაული „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩადენილი. ამიტომ უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები. მათ ადამიანების ჯანმრთელობაც კი არაფერში აღელვებთ, ოღონდ რუსული კანონით იცხოვრონ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება