ირაკლი კირცხალია - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივი პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს - ამას ითხოვს განგება და იქ დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივი პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

როგორც კირცხალიამ მედიასთან აღნიშნა, გამოძიების დაწყების ფორმაზე მმართველი გუნდი ჩამოყალიბდება.

„იმ მოღალატეობრივ ქმედებებზე, რასაც ერქვა რუსეთის მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკით ძაგება, ხოლო ქმედებით 100 პროცენტით რუსული საქმის კეთება, ამას როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივად პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამის საფუძველს ის ისტორიული გამარჯვებები გვაძლევს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგაში მოიპოვა. 9 აგვისტოს განაჩენით ჩვენ ისეთი პროცესი მოვიგეთ, როდესაც რუსეთს ამ ყველაფრის გასაჩივრებაც არ შეუძლია. ამ ისტორიული შედეგებით საომარი მოქმედებების დროს ჩვენი გმირი ბიჭების ბრალეულობა თავიდან ბოლომდე გამოირიცხა, მაგრამ ერთი უდიდესი ბრალეულობა რჩება - ეს არის პოლიტიკური ბრალეულობა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივ რეჟიმს ეკუთვნის. მას სამართლებრივი პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს - ამას ითხოვს განგება, ოჯახები, რომელიც გამოყარეს და იქ დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი. ეს აუცილებლად აღსრულდება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს