თამარ კორძაია - არაერთი დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად საგარეჯოში წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია - ყველაფერზე პასუხი არის 26 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში

საგარეჯოში სიარულისას ნათელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უნდათ ევროპული სტანდარტით ცხოვრება. არაერთი დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად საგარეჯოში წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ყველაფერზე პასუხი არის 26 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში. ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რაც უნდათ საგარეჯოელებს და საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ "ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას ევროპული სტანდარტებით ცხოვრება სურს და გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებში ხედავს.

"საგარეჯოში სიარულისას ძალიან ნათელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად ძალიან უნდათ ევროპული სტანდარტით ცხოვრება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ერთიანობით დავანახოთ, რომ ცვლილებები და წარმატება მოდის ერთიანობით, იმიტომ რომ, ყოველთვის და მუდმივად თუ წარმატებას მიუღწევია საქართველოს, ეს იყო ერთიანობის მეშვეობით. რა თქმა უნდა, გამოწვევები აქაც ძალიან ბევრია, საგარეჯოში წლებია წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, არაერთი დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, და მე მგონია, დროა მოვიკითხოთ სად მიდის ეს დასავლური მხარდაჭერა, რატომ არ აქვთ საგარეჯოელებს წყალი, მაგრამ ყველაფერზე პასუხი არის 26 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში, ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რაც უნდათ საგარეჯოელებს და საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს