გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.

გიორგი ამილახვარმა სტუმარს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გაეროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.

თავის მხრივ, დიდიე ტღებიუკმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს ახალი ინიციატივების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს