თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური, რადგან აშშ-ში ყველა უწყება შეთანხმებულია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ძირს უთხრის

დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური, რადგან აშშ-ში ყველა უწყება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორი ჯინ შაჰინის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, სენატორი შაჰინი, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორია, საქართველოს დიდი მეგობარია უკვე მრავალი წელია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა აშშ-ის სენატში საქართველოსთან ამერიკის პოლიტიკის საკითხებში, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გზავნილებიც პრაქტიკულად იქნება იდენტური ჯო ბაიდენის გზავნილებისა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს სრული შეთანხმება აშშ-ში კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლება, პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს