ლაშა ბაქარაძე - აუცილებელია, სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს

აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ საგარეჯოში მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას სურს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

„დავდივართ მთელს საქართველოში, ამჯერად კი საგარეჯოში ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში.

ხალხს სურს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალოს და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხის ეს სურვილი განხორციელდეს, შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ ცივილიზაციის, დასავლეთის მხარეს დადგეს, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და სამართლიანობა.

აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს