გორში, აღმაშენებლის გამზირზე N58-ში "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ოფისი გაიხსნა

დღეს ჩვენ გვიხარია, რომ გორელებს შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გაიხსნა საარჩევნო შტაბი კოალიცია ცვლილებებისა. თითოეულ ჩვენგანს გვჯერა რომ მოვიპოვებთ საქართველოს მოქალაქეების დიდ მხარდაჭერას, - ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გორის საარჩევნო შტაბის გახსნის განაცხადა.

მისი შეფასებით, მთელი ხელისუფლება დღეს პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული და აცხადებს, რომ თავად არიან „ქართული ოცნების“ ალტერნატივა.

„რა განგვასხვავებს ჩვენ?! ჩვენ ვართ მრავალფეროვანი გუნდი, კვალიფიციური ადამიანებით. ამ ოფისს არ ექნება ტექნიკური ხასიათი, ეს იქნება ოფისი სადაც გადაწყდება ამ ულამაზესი რეგიონის პრობლემები. გორელების მიერ იქნება განსაზღვრული გორელების პრობლემები, გორელმა უნდა გადაწყვიტოს გორში ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ გვინდა ევროპული და კოალიციური მომავალი. ეს ერთობა იასპარეზებს საარჩევნო ნომერი 4-ით.

მოსახლეობას დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა „ქართული ოცნების“. ახლა არის ისტორიულ მომენტი, როცა ვიღებთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. დღეს პოლიტიკურ კორუფციაშია მთელი ხელისუფლება ჩართული და არ ფიქრობს გორზე, სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს რეალობა შევცვალოთ. გელოდებით ოფისში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე. აქ დაიწერება გამარჯვების ისტორია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს