საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე - „ბაზისბანკის მიერ მდგრადი საჯარო ობლიგაციების გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“

ბაზისბანკის მიერ მდგრადი საჯარო ობლიგაციების პირველი ტრანში 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით წარმატებით განხორციელდა, რასაც პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.

„ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. განხორციელდა პირველად მდგრადი საჯარო ფასიანი ქაღალდების განთავსება ბაზისბანკის მიერ. ზოგადად, მდგრადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ასევე მდგრადი დაფინანსების ფარგლებში მწვანე სოციალური პროექტების დაფინანსებას, ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას და საბოლოოდ მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევას. ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

გამოშვებული ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%. ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.

ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას: მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს