აზიის განვითარების ბანკი - „მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ ბაზისბანკის მიერ პირველი საჯარო მადგრადი ობლიგაციების გამოშვებაში“

ბაზისბანკის მიერ გამოშვებული პირველი საჯარო მდგრადი ობლიგაციების სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. აზიის განვითარების ბანკის მიერ კი 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.

„მდგრადი ობლიგაციების გამოშვება ერთი მხრივ აუმჯობესებს გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს ქვეყანაში, ასევე ეხმარება ბიზნესებს, როგორც სახსრებზე ხელმისაწვდომობაში, ისე ამ სახსრების პასუხისმგებლიან დაბანდებაში. მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში, რავ საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. აღსანიშნავია ბანკის მენეჯმენტის მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, მათი ეს ნაბიჯი ნამდვილად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ისე მწვანე და სოციალური პროექტების გაზრდასა და უფრო ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას.“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დირექტორმა, სიუზან გაბურმა.

გამოშვებული ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%. აღნიშნული ემისია ობლიგაციების პირველი ტრანშია. ბანკის მიერ ასევე იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს