გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„სპორტულ და დასასვენებელ სივრცეში მოეწყობა: ცალფარიანი კალათბურთის მოედანი, ბილიკები, წყლის სისტემა, ტრენაჟორები, დეკორატიული ღობე, ორკომპონენტიანი გაზონი, სარწყავი სისტემა, ახალი ლამპიონები.

გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და დასასვენებელ სივრცეში განთავსდება საპარკე ავეჯი. სკვერისა და მოედნის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს