ნიკა ობოლაძე - პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს - როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც

პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს. როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ.

მისი თქმით, არაადეკვატურია ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე.

„ძალიან არაადეკვატურია ვინმეს დააბრალო ხის გახმობა და ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე. ძალიან არაადეკვატურია დააბრალო ვინმეს ხეების გახმობა, როდესაც შეიძლება შენ აკეთებდე რაღაცას არასწორად. შეიძლება გაგიხმა ხე და შეიძლება ასე გაგიხმეს ძალაუფლების ხეც. პრობლემაა, რასაც ივანიშვილი აკეთებს და შეუძლია პრობლემები თავის თავში ეძიოს. პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა.

„ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი - სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება