მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება.

აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 478 990 ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს