ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ.

ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში რამდენიმე სახლს დაეჯახა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს