რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.

„ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობის შესახებ გამოაცხადა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. 7 აგვისტოს კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება