კახა კალაძე ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტზე - მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი - მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები გაკეთდება და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც  ვისმენდით

მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი - მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ვისმენდით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, როცა პარტნიორი ქვეყნის, მაღალი თანამდებების პირები საქართველოში ჩამოდიან.

„ვიზიტებს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ სწორი შეფასებები გაკეთდება. რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, როდესაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიან. ჩვენი დიდი სურვილია და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება რასაც ვისმენდით. მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი, ვფიქრობ იქნება ის ხაზი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობა ცუდია. თუმცა, როდესაც კითხვას ვსვამთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეუშალოს, პასუხი არის მხოლოდ ერთი - იმიტომ. ყველაფერი ცხადია, თუ რატომ ხდება ამხელა აურზაურის ატეხა ამ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ხდება კონკრეტული ექსტრემისტული და რევოლუციური ჯგუფების დაფინანსება და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ დასავლეთიდან მოდის. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვისა და პარტნიორობისთვის, არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ როგორც მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს