კახა კალაძე - „დემოკრატიის ფესტივალი“ რეალურად, წინასაარჩევნო კამპანიაა - ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება ფესტივალისთვის თანხების გადმორიცხვა

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ რეალურად წინასაარჩევნო კამპანიაა და ამიტომ, ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ფესტივალი ფინანსდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს.

„დემოკრატიის ფესტივალი“ შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად. უბრალოდ, სახელი დაარქვეს. რეალურად, წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელიც, თუ არ ვცდები, დანიის მთავრობიდან ფინანსდება. სამწუხაროა ეს ყველაფერი. დღეს ქვეყანაში არავითარი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. პირდაპირ, ღიად, უცხოეთიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია. ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც თანხების შემოსვლა, დაფინანსება ხდება, გაძევებული იქნებოდა, შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა. პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და სხვა ორგანიზაციები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს