კახა კალაძე - აგვისტოს ომის ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას - საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს!

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ ვინ იდგა და ვისი დაკვეთით განვითარდა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები.

„გამოძიების მიზანი არის ერთი - საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი! რა მივიღეთ ამ ომით? - დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!