ქუთაის-გაენათის ეპარქიაში საქველმოქმედო  აქცია გაიმართა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

რელიგიის სააგენტოს განმარტებით, აქციის ორგანიზატორებმა ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის განკუთვნილი ქრისტიანული მისია „ფრიდენს ბოტესა" და „დახმარების საერთაშორისო ქსელის" ჰუმანიტარული ტვირთი, 25 ფუთა ტანსაცმელი და 200 კგ. ბრინჯი გადასცეს.

მათივე ცნობით, ეპარქიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისათვის.

რელიგიის სააგენტოსა და ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ 200 კგ. ბრინჯი გადასცეს ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველოს" წარმომადგენლებს, რომლებიც 60 მიუსაფარ ბავშვს უვლიან.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება